დასრულებული საქაღალდე გადავიტანე gmail-ის დრაივში, შემდეგ გავაზიარე და გაზიარებული საქაღალდის მისამართი მივუთითე ბლოგზე ჩემი პროექტების მენიუში.ჩემი პროექტის პრეზენტაცია მოვათავსე პირდაპირ ბლოგზე. მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარიც გამოვაქვეყნე ბლოგზე.
пятница, 18 июля 2014 г.
მოდული 8
დასრულებული საქაღალდე გადავიტანე gmail-ის დრაივში, შემდეგ გავაზიარე და გაზიარებული საქაღალდის მისამართი მივუთითე ბლოგზე ჩემი პროექტების მენიუში.ჩემი პროექტის პრეზენტაცია მოვათავსე პირდაპირ ბლოგზე. მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარიც გამოვაქვეყნე ბლოგზე.
четверг, 17 июля 2014 г.
მოდული 7
დავასრულე პროექტის გეგმის შაბლონის შევსება. დავწერე შეფასების დროის ჩარჩო--- შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. ჩამოვწერე პროექტისათვის საჭირო საბაზისო უნარ-ჩვევები, სასწავლო პროცედურები. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის განკუთვნილი აქტივობები. მოვნიშნე საწავლო თემისათვის საჭირო ტექნოლოგიური და ბეჭვდითი მასალები, დამატებითი ინვენტარი. მივუთითე ონტერნეტრესურსები.
მოდული 6
ამ მოდულში გავეცანი თუ როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლის
სავარაუდო ნაშრომი, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად მოსწავლის სწავლების
პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის
შეფასების მიზნით, როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები.
მოდული 5
ამ მოდულში გავეცანი, თუ როგორ უნდა გამოვიყენო რუბრიკები,
ქულების მინიჭების სქემები. დავათვალიერე რესურსების ჩანართის ჯგუფში პროექტის შეფასების
ფორმები და შევქმენი შეფასების სქემა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის.
მოდული 4
დავგეგმე და შევქმენი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი---ბუკლეტი. დავათვალიერე რესურსების ჩანართის ჯგუფში მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, ავირჩიე ჩემთვის სასურველი ბუკლეტის შაბლონი. შევარჩიე სასურველი დიზაინი, სურათები. ნაშრომი შევინახე საქაღალდეში-- მოსწავლის ნიმუში.
მოსწავლის ნიმუში
вторник, 15 июля 2014 г.
მოდული 3
გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ეთიკურ აქტებს. საავტორო უფლებების ქაოსი-- პრეზენტაციას, რომელიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში----საავტორო უფლებები. ვისწავლეთ gmail-ში drave. გავეცანით ინტერნეტის გამოყენებას კვლევისათვის. შევისწავლეთ როგორ გამოვიდეთ დისკიდან, ფოსტიდან.მოხმარებული ინფორმაციის შენახვა-წაშლა , განთავსება ინტერნეტსა და საქაღალდეში.
четверг, 10 июля 2014 г.
მოდული 2
შევქმენით ბლოგი.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან გადმოვწერე ჩემი საგნის შესაბამისი სტანდარტი. შევარჩიე პროექტის თემა, ჩამოვაყალიბე პროექტის მოკლე შინაარსი და ამოცანები. დავწერე პროექტის მიზნები და შედეგები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია.

მოდული 1
გავეცანი ინტელის სახელმძღვანელოს, მასზე მუშაობის პრინციპებს.21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,პორტფოლიოს ჩეკლისტს,პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტს. შევქმენით საქაღალდეები. მოვამზადეთ ბუკლეტი პროექტებით სწავლების თემაზე. ვიმუშავეთ ვორდში.
Подписаться на:
Сообщения (Atom)